უგულავა: პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ მივიდე დაკითხვაზე, გამოძიების არანაირი ილუზია არ მაქვს

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივა. მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის, ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დაუსვამენ შეკითხვებს.

“პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ მივიდე დაკითხვაზე და მაგისტრ მოსამართლესთან დავაფიქსირო ის სიმართლე, რაც ჩემი თვალით ვნახე. არ მაქვს არანაირი ილუზია გამოძიების, არც მოსამართლეთა კორპუსის და არც პროკურატურის და მითუმეტეს რა თქმა უნდა შსს-ს. თუ მოუნდა ივანიშვილს, ამ ფიგურას გადააქცევს ბრალდებულად, თუ მოუნდა იმას, ასეთ შემთხვევაში თუ მე ვიქნები, ეს მხოლოდ ჩემთვის დიდი პატივი იქნება,”-აცხადებს, გიგი უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...