უგულავა: პოლიციელები კეტავენ, ჩვენ ვაკვირდებით – რომელ უკანა ხვრელში შევლენ დეპუტატები

“ვიცე-სპიკერების რაოდენობა გაიზარდა, როცა თვითონ რაოდენობრივად შემცირდნენ, ეს არის მაგათი მორალი და რასაც დავპირდით ზუსტად იმას ვუკეთებთ. ნახევარ საქმეს აკეთებს პოლიცია, მეორე ნახევარს ჩვენ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

“პოლიციელები კეტავენ და ჩვენ ვაკვირდებით, რომელ უკანა ხვრელში შევლენ ჩვენი ძირითადი დეპუტატები”, – აღნიშნა მან.

მანვე კომენტარი საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებებზეც გააკეთა:

“არასერიოზული კაცია და რა გავაკეთო? თქვა, რომ წყალი ვითომ არ გამოუყენებიათ და ა. შ. სამარცხვინოა, პოლიცია შეშის ქურდებად აქციეს და სადისტურ დავალებებს ასრულებინებენ. რაზე უნდა ველაპარაკო. არანაირ პატივისცემას აღარ იმსახურებენ ის ადამიანები, ვინც ბავშვები გაყინეს. ვნახეთ ფოტოსურათები. ფიჩხებს დასდევდნენ ეს სამარცხვინო ხალხი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად