უგულავა პეტრიაშვილს: ამ შეკითხვის პათოსია ის, როგორც ხელისუფლება ამუნათებს ჟურნალისტებს, რომ რატომ აშუქებთო

ამ შეკითხვის პათოსია ის, როგორც ხელისუფლება ამუნათებს ჟურნალისტებს, რომ რატომ აშუქებთო, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

მას გადაცემის თანაწამყვანმა ბუკა პეტრიაშვილმა ასეთი კითხვით მიმართა – დაფიქსირებული მხარდაჭერა და მთელი დღის განმავლობაში იქ ყოფნა აუცილებელი იყო და სწორი იყო? პოლიტიკურად იყო ეს გადაწყვეტილება თუ რა მხრივ?

“აუცილებელი იყო. დაახლოებით ამ შეკითხვის პათოსში დევს ის, როგორც ხელისუფლება, რომ ჟურნალისტებს ამუნათებს, თქვენ რატომ აშუქებთ, თქვენ რატომ იძიებთო. ეს არის მათი მოვალეობა, ისევე როგორც მე ჩავთვალე ჩემს პოლიტიკურ და ადამიანურ მოვალეობად, რომ ვმდგარიყავი ქუჩაში, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ისევე როგორც ბევრი სხვა მოქალაქე და ერთგვარი მონტორინგი განგვეხორციელებინა. დიახ, ბევრი ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლება შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ ამის პოლიტიზირება მოახდინოს, ყველაფერი პროპაგანდისთვის წაიყვანოს და არა სიმართვისთვის. ამიტომ, ვთვლი, რომ აუცილებელია და ასეც ხდება ყველა ქვეყანაში. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც პოლიციელი გეუბნება გაიწეო, უნდა გაიწიო და არ უნდა შეეჩხირო, როგორც გაბედავა ეჩხირებოდა. მაგრამ, რატომ დგახარ აქ, ისეთ ხელისუფალს ებადება, რომელიც რაღაცის დამალვას ცდილობს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

რაზეც ბუკა პეტრიაშვილი ასე პასუხობს: “შესაძლოა კიდევ ერთხელ გაგიჩნდეთ ეგ აზრი, მაგრამ ვერავინ ვერ დამწამებს იმას, რომ ხელისუფლების პროპაგანდას ვცდილობ და ამ პათოსით მებადება ეს აზრი”.

გიგი უგულავამ კი უპასუხა, რომ ის ნარატივებზე საუბრობს:

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად