უგულავა “ოცნებაზე”: ვხედავ ვიშვიშს და გამოცოცხლებას, მეგობრებო, მაინც განწირულები ხართ!

ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა

“პანიკას არ ვხედავ, წინაპირობას არ ვხედავ, გიორგი გახარიაც წავა, ნუ დაგვავიწყდება ეს მნიშვნელოვანი თემა. დავუბრუნდებით დღეს საღამოს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირს, ისევ მოვითხოვთ გახარიას გადაყენებას, 2020-ისთვის ივანიშვილი განწირულია.

ვხედავ ვიშვიშს და გამოცოცხლებას “ოცნების” ფლანგის. მეგობრებო, მაინც განწირულები ხართ. ამას ცალკე მოგიყვებით, სად უშვებს შეცდომას, სად არის შეცდომის ცენტრპოინტი”,-განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...