უგულავა “ოცნებაზე”: ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, მაგათზეა ნათქვამი

„ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო“ მაგათზეა ნათქვამი. – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც მან „ევროპული საქართველოს“ მიერ პარლამენტში წარმოდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებაზე ისაუბრა.

უგულავას თქმით, დადებითადაა შესაფასებელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო, თუმცა გაკვირვებას იწვევს ის, რომ საქართველოში განხორციელებული ქმედებების გამო მოსკოვისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

“გუშინ ძალიან დამამცირებელი არგუმენტი მოიყვანა ბატონმა ვოლსკიმ. მართლა ცეკას ინსტრუქტორია დღემდე. სხვათაშორის, მათ გუნდში უზით ადამიანი, რომელიც რკინიგზას კეტავდა – რუსეთს დავაზარალებო, ოღონდ სამტრედიაში კეტავდა. ეს სიბრიყვე იყო. ძიძიგურზე ვამბობ, იმიტომ, რომ სამტრედიაში გადაკეტვით საკუთარ ქვეყანას დააზიანებდა და არა რუსეთს,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად