უგულავა “ოცნებას”: იძახდით სისტემა უნდა დაინგრესო და უნდა დანგრეულიყო თუ ცხვრის ტყავივით მოგეცვათ მხრებზე?!

იძახდით სისტემა უნდა დაინგრესო და უნდა დანგრეულიყო თუ ცხვრის ტყავივით მოგეცვათ მხრებზე?! – ასე მიმართავს გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა “ქართულ ოცნებას”.

“ქართველი ადამიანი ძალიან ბევრს ითმენს – ითმენს გაჭირვებას, თვალს კი არ უხუჭავს, არამედ მიდის უცხოეთში იმისათვის, რომ ლუკმა-პური იშოვოს და ოჯახი გამოკვებოს, მაგრამ დამცირებას არ აიტანს. სხვათა შორის, დღეს კაბინეტებში რომ სხედხართ, იმათ მინდა ვუთხრა, სისტემა უნდა დაინგრესო რომ იძახდით, სისტემა უნდა დანგრეულიყო თუ ცხვრის ტყავივით მოგეცვათ მხრებზე და “განავითარეთ” – ტოტალურ მოსმენამდე, თვალთვალამდე და შანტაჟამდე აიყვანეთ?!” – განაცხადა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია”.

კომენტარები
იტვირთება...