უგულავა: ნუ გავიშვერთ ხელს აზერბაიჯანისკენ, პრობლემა ჩვენი უთავმოყვარეო მთავრობაა

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოს ტერიტორიიდან გაუჩინარებას ეხმიანება. 

"აზერბაიჯანი, შესაბამისად მისი მთავრობა, არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. და ეს ორმხრივ ინტერესს ეფუძნება. იმას რაც გუშინ მოხდა ( თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება, რომელიც შემდეგ ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ხოლო მისი პასპორტი თბილისში, ბინაში), ნურავინ შეეცდება ამ სტრატეგიული მეგობრობით ახსნას ან გაამართლოს. თუ რამე ანგრევს პარტნიორობას ეს ცალმხრივი უთავმოყვარეობაა. ასე ხდება ხოლმე როცა მეგობრობას დაანგრევ შენი სიხარბით, გამოუცდელობით და მერე პარტნიორობის აღდგენის სურვილით ყველანაირ სისულელეზე თანხმდები. ჩვენ და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას სწორედ ასეთი რამ აყენებს ჩრდილს. ნუ გავიშვერთ ხელს აზერბაიჯანისკენ. პრობლემა ჩვენი უთავმოყვარეო მთავრობაა",-წერს გიგი უგულავა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად