უგულავა: ნიძლავს დავდებ, ივანიშვილი წააგებს და მოუწევს ხელისუფლების დატოვება

ნიძლავს დავდებ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს წააგებს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „მატროსოვის ციხიდან“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა

„ივანიშვილთან შეუძლებელია თანამშრომლობა. ივანიშვილმა ისეთი პირი გატეხა და ისე შეირცხვინა გინდა გარეთ და გინდა შიგნით, უბრალოდ მას პარტნიორები ვეღარ და აღარ ყავს. ჩვენ ვხედავთ განწირულ მოლაპარაკებების მცდელობებს მაგრამ ხედავთ რომ ყველაფერი წყალში იყრება, იმიტომ რომ მისი ნდობა არის პინტუსს ქვევით.

შემიძლია ნიძლავს დავდებ, რომ დაახლოებით 2012 შედეგით დამთავრდება არჩენები, ოღონდ პირიქით –   ივანიშვილი წააგებს და მოუწევს ხელისუფლების დატოვება და ქვეყანა განვითარების გზაზე გავა“- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად