უგულავა: მოდელიერებული ქრონიკის მერე თუ რამემ გამაკვირვა, ეს მოდელირებული ამბოხია

როგორ აიწყვიტა ხუნდაძემ ხუნდები, როგორ გათავისუფლდა მონა ბერაია, როგორ გამოენთო ბატონი ლურსმანაშვილი და როგორი ამბოხი მოაწყვეს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილს, პოლიტიკურ პროცესის შექმნა სიმულაციით უნდა.

“მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი იმდენად სისულელეა და არაადეკვატურობაა, რომ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! სიმულაციურ პროცესს ქმნიან. მოდელიერებული ქრონიკის მერე რამე თუ გამაკვირვებდა, ეს არის მოდელირებული ამბოხი. როგორ აიწყვიტა ხუნდაძემ ხუნდები, როგორ გათავისუფლდა მონა ბერაია, როგორ გამოენთო ბატონი ლურსმანაშვილი და როგორი ამბოხი მოაწყვეს. ჩვენ ვიხილეთ მოდელირებული ამბოხი, რომელსაც ახლა ახლავს მოდელირებული პოლიტიკური პროცესი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ასევე მოდელირებული დებატები, რომელიც ასევე ვიხილეთ ჩვენ. ეს არის სიმულაციის პროცესი. ეს არის ჩვეულებრივი აფერისტი, სიმულანტი კაცი და ჰგონია, რომ პოლიტიკურ პროცესს შექმნის სიმულაციით”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად