უგულავა: მეუფე პეტრე რასაც აკეთებს, მართლმადიდებლობის ინტერპრეტაციაა და ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს (ვიდეო)

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის გუშინ გაკეთებული განცხადება შეაფასა, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველზე, მეუფე პეტრეზე.

 

„მეუფე დიმიტრის დაჭერას ვერ გაბედავდნენ. ყველამ კარგად იცის, რომ ხსენებული დეკანოზი მეუფე დიმიტრის უახლოესი პირი იყო.
გული შემიწუხდა დღეს, რომ დავინახე მეუფე დიმიტრი როგორ საუბრობდა. პოლიტიკოსმა შეიძლება ილაპარაკოს, ამ კატეგორიებით – მე მაწყობს, არ მაწყობს, ან მეუფე იოანემ ისაუბრა – გვაშანტაჟებდაო და ჩვენ შანტაჟს არ მივიღებთო. ეს შეიძლება მე ვთქვა, პოლიტიკოსმა, ეს შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანმა თქვას, მაგრამ ეკლესიის წარმომადგენელმა… სახარებაში ხომ წერია, ერთ ლოყას რომ მოგიშვერენ, მეორე მიუშვირეო… ან სად არის წყალობა ან სად არის სიყვარული?! არაფერი! ყველაფერი გამქრალია და ლაპარაკობენ ახლა….
რა შუაშია მეუფე დიმიტრის ლაპარაკი შანტაჟის მცდელობაზე ადამიანის უდანაშაულობასთან? ან რელიგიური დამოკიდებულება საკუთარი ძმის მიმართ. ან მეუფე პეტრეზე რაც თქვა, ეს იყო აბსოლუტური უსინდისობა

მეუფე პეტრესთან მე ფუნდამენტური აბსოლუტური განსხვავებები მაქვს, ღირებულებითი თვალსაზრისით, 90%-ს რასაც ის ლაპარაკობს მე არ ვეთანხმები და ვთვლი რომ ის მართლმადიდებლობის ინტერპრეტაცია რასაც ის აკეთებს, საერთოდ კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან. მაგრამ, უსინდისობაა მეუფე პეტრე გამოიყვანო იმად, რომ მაგის გამო ზის ახლა ის ადამიანი ციხეში. როდესაც მართლა უანგაროდ ყველაფერი გააკეთა და დაკარგა ყველაფერი ზუსტად მაგ ადამიანისთვის“ – განაცხადა გიგი უგულავამ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“.

ცნობისთის, მეუფე დიმიტრის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობის გახანგრძლივებაში მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად