უგულავა: მეგატრონების ეპოქა  საქართველოში 2020 წლის არჩევნებთან ერთად დასრულდება

“ჩემი ჩასმა ციხეში მაშინაც არჩევნებთან იყო დაკავშირებული და ახლაც არჩევნებთან არის დაკავშირებული. მე ვიყავი ერთეღტი მათგანი, ვინც თავიდანვე ოპოზიციის ერთობას ვემხრობოდი და რაღაც მომენტში წარმოუდგენელი ეჩვენებოდათ ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, პოლიტიკოსებს, საზოგადოებასაც, მაგრამ მთავარი არის რწმენა.”

ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა “რეაქციაში” სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, როცა საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, მათ უნდა იცოდნენ, რომ არ არის საჭირო გამოკვეთილი ლიდერი.

“ადრე ვამბობდი, მოდი, ერთიანი სიით გავიდეთ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ოპოზიცია აბსოლუტურად სწორ გზაზე დადგა. იყოს რამდენიმე ბლოკი და პარტია. სადაც ივანიშვილი აპირებს ტყუილს, იქ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთობა. ჩვენ არ გვინდა რაღაც მეგატრონების შექმნა. მეგატრონების ეპოქა  საქართველოში 2020 წლის არჩევნებთან ერთად დასრულდება” -განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად