უგულავა: მედავებიან, ხალხი რომელიც სხვადასხვა სამსახურში დავასაქმე პარტიულები იყვნენო(ვიდეო)

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა შსს-ში საკუთარი ფეხით მივიდა, საიდანაც ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

ციხეში შესვლამდე, უგულავამ ინტერვიუ “მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას მისცა,  სადაც განაცხადა: “მე ისინი მედავებიან იმას, რომ ხალხი რომელიც დავასაქმე სხვადასხვა სამსახურში იყვნენ პარტიულებიო“.

შეგახსენებთ, 2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და  ე.წ. „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით(გაფლანგვა, ესე იგი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის უკვე მოხდილი ნაწილის გათვალისწინებით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად