უგულავა: მალე იტყვიან “ქოცები”, რომ სებ-ის თავმჯდომარე მარგველაშვილის ჩანერგილია და ამიტომ უფასურდება ლარი

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი Facebook-ში წერს:

“ჯერ არ უთქვავთ ქოცებს რომ ერ. ბანკის თავმჯდომარე ექს-პრეზიდენტ მარგველაშვილის ჩანერგილია და ამიტომ უფასურდება ლარი? თუ არ უთქვავთ, მალე იტყვიან. დაელოდეთ ახალ მესიჯბოქსს. ამ კვირას არ გადააცილებს”, – წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, ეროვნული ვალუტა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 დოლარის შეძენა 2.8946 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევრო 3.2312 ლარი ღირს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...