უგულავა: მაღალი ალბათობით, გახარიას ადგილი დღეს “მატროსოვის ციხეშია”

დიდი ალბათობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ადგილი “მატროსოვის ციხეშია” -ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა. 

“ქართული ოცნება” უცნაურ წარმონაქმნად ჩამოყალიბდა. შეუძლიათ უტიფრად გითხრან… თავიდანვე ასე იყო, ამათი პირველი უტიფრობა ჩვენ 2013 წელს ვიხილეთ, როდესაც ღარიბაშვილმა თქვა, “ნაციონალები” დადიან და შპრიცებს “პადიეზდებში” ყრიანო… ნარკომანიის ზრდა იმწამსვე დააბრალა “ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გადაცემის წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა უგულავას რეპლიკით უპასუხა: ასეთი განცხადება არ მახსოვს… რაზეც “ევროპული საქართველოს” ლიდერმა განაცხადა:

​”ცნობილი განცხადებაა. რის შემდეგ ეს თემა სოციალურ ქსელებში მთავარ სახუმარო თემად იქცა.

არ ყოფილა “მომენტი” რომ ოდნავ რამე ნამუსი შეერყათ ამათან რამეზე პასუხისმგებლობა აეღოს.

გახარიას ან ვინმეს, ან კალაძეს ან ნებისმიერ სხვას თუ ჰგონია რომ პასუხისმგებლობის აღება ეს გირის ან განტელის აღებაა, ძალიან ცდებიან. იმიტომ რომ სიტყვა პასუხისმგებლობის აღება ამავდროულად ნიშნავს გადადგომას! ეს არის სიტყვები, რომელიც მოქმედებაში გამოიხატება, როგორც თანამდებობის დატოვება, სხვა შემთხვევაში ეს უბრალოდ ლიტონი სიტყვებია, რომლის უკან არაფერი დგას.

ესენი როდესაც ოპოზიციაში იყვნენ, კიოდნენ – მკვლელებო! ის ხალხი ვინც დღეს ქუჩაში დგას, იძახის – გადადექი თანამდებობიდან! მაშინ როდესაც მაღალი ალბათობით გახარიას ადგილი დღეს არის მატროსოვის ციხეში, ეს ხალხი გამოდის და ეუბნება გადადექი! დღეს პოლიტიკური სიმწიფის აი, ეს განსხვავებაა ამ ადამიანებს შორის, ვინც დღეს უდგას ამას სათავეში და აპროტესტებს და იმ ადამიანებს შორის, ვინც ხელისუფლებაში არის დღეს და გუშინ ოპოზიციაში იყვნენ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-13 დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნა იყო: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

ნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-13 დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნა იყო: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...