უგულავა ლარის გაუფასურებაზე: ეს ყველაფერი თუ აქციების გამო ხდება, მაშინ გადადგეს გახარია

“ტესტი არის მარტივი, თუ ეს ყველაფერი აქციების გამო ხდება მაშინ გადადგეს გახარია”,-ასე ეხმაურება “ევრპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ლარის გაუფასურებას “კურიერთან”

“როდესაც ხელისუფლებას არ აქვს უნარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს, იმ ხელისუფლებას როგორ უნდა მოსთხოვო რამის გაკეთება. თუ ეკონომიკა არის დივესიფიცირებული, ეკონომიკის სექტორები ერთმანეთს აბალანსებენ, ერთმანეთს არ ჭამენ და არის სინქრონში ნებისმიერ შოკს უძლებს ეკონომიკა და შესაბამისად ეროვნული ვალუტა.

ესე იყო როდესაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი იყო, ესე იყო როდესაც ომი გადავიტანეთ რუსეთთან, ესე იყო როდესაც მაშინ, 2006 -ში მთავარი სავაჭრო პარტნიორმა რუსეთმა დაკეტა ჩვენი აგროპროდუქტებისთვის და საერთოდ სანქციებში მოგვახვედრა. არც ამ მართლა რეალურ გამოწვევას ჩვენი ქვეყნისას არ მოჰყოლია ეროვნული ვალუტის ჩამოქცევა.

ჩვენ გვყავს არაფრის მაქნისი, მავნებელი და უკვე მოძალადე მთავრობა. ტესტი არის მარტივი, თუ ეს ყველაფერი აქციების გამო ხდება მაშინ გადადგეს გახარია,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...