უგულავა: კობახიძის ბედი არარელევანტურია საერთოდ, უნდა გადადგეს გახარია

“ზუსტად კობახიძის არ გადადგომის გაჯანჯლების პოლიტიკური წინაპირობა გახდა ის გავრილოვის ღამე”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“კობახიძის ჩაჩოჩება გეგმაში მანამდეც იყო, საკონსტიტუციოში გაშვება, მაგრამ კობახიძის გაფუჭება გეგმაში არ ყოფილა. ამიტომაც გააჯანჯლეს და ზუსტად კობახიძის არ გადადგომის გაჯანჯლების პოლიტიკური წინაპირობა გახდა ის გავრილოვის ღამე. კობახიძის ბედი, აქ არარელევანტურია საერთოდ. უნდა გადადგეს გახარია. უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმოკლეს ვადებში უნდა გადავიდეთ და ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. სხვა ყველა გზა არის პოლიტიკური ჯოჯოხეთი და არ უნდა მივცეთ ივანიშვილს უფლება, მან საკუთარ თავს და საკუთარ გუნდს შეუძლია მოუწყოს ჯოჯოხეთი მაგრამ საკუთარ ქვეყანას ის ჯოჯოხეთს ვერ მოუწყობს,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად