უგულავა: ხელისუფლება რომ დაიწყებს მიტინგების მოწყობას, იმას დედა არ ჰყავს

“ხელისუფლება და მთავრობა მიტინგებით არ ელაპარაკება საკუთარ ხალხს, ეს არის დაუწერელი კანონი”,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ანტისაოკუპაციო აქციაზე “კურიერთან” განაცხადა.

„შედეგი მიიღო ხელისუფლებამ უარესი. გაბუნიას გამოსვლა იყო ცუდი, შევთანხმდით და გავიარეთ და რეაქცია ხელისუფლების იყო ისეთი, რომ აი მომენტი დავიჭირეთ, ფეხქვეშ ცოტა მიწა ვიგრძენი და წავიდა. ისე არ სცემენ საკუთარ თავს პატივს, რომ გადაწყვიტეს შეასაღონ თეზისი, რომ გაბუნიას პრუტუნის გამო შეიძლება რუსეთმა შენ დაგბომბოს. აი ასეთი იდიოტობა როგორ შეიძლება თავში მოგივიდეს და მერე საკუთარ ხალხს შეასაღო ეს. ამას მერე დაემატა და აზვირთდა და აზვირთდა. იქ კალაშნიკოვს, გავრილოვის ბოლოში პესკოვის განცხადება, რომლებმაც პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა რომ ადექი და მოთხოვე შენი ახალგაზრდები.

ანუ 20 ივნისის არ იყო საკმარისი. დაახლოებით 15 წელია აღარ მომისმენია რუსეთის ხელისუფლება ბედავდეს და შენი ქვეყნის ხელისუფლებას ასეთი ტონით ელაპარაკებოდეს. რუსეთის გამო ხალხი გალახეს და მათი გული მაინც ვერ მოიგეს. აი ეს არის რუსეთი“-განაცხადა გიგი უგულავამ.

“ხელისუფლება და მთავრობა მიტინგებთ არ ელაპარაკება საკუთარ ხალხს, ეს არის დაუწერელი კანონი. ხელისუფლება რომ დაიწყებს მიტინგების მოწყობას, იმას დედა არ ჰყავს, არავის ეგონოს ეს ვიგინდარა რაინდი რამეს წარმოადგენდეს. ეს არის ვანკა-სტანკა ივანიშვილის,”-განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...