უგულავა: ხელისუფლება ახალისებს და ელოლიავება ასეთ ძალადობრივ ფაშისტურ ჯგუფებს

“ასეთ სახელმწიფო მართველობას ჰქვია დამპალი, ასეთ მთავრობას დამპალი, უკანონო და დამნაშავე მთავრობა”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა, სადაც ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ” ირგვლის განვითარებულ მოვლენებს გამოეხმურა.

“ხელისუფლება ახალისებს და ელოლიავება ასეთ ძალადობრივ, პირდაპირ ფაშისტურ და პროპუტინისტურ ჯგუფებს. ამ დღეებშიც კარგად გამოჩნდა ეს.

ადამიანს რომელსაც ბილეთი აქვს ნაყიდი და მიდის კინოში, ადამიანი რომელიც მოვარდება იგინება, ხლაპუშკებს ისვრის, ძალადობს, ქვებს ისვრის და ერთი და იგივე დონეზე აყენებ, ტოლობის ნიშანს სვამ და ამბობ რომ მხარეებს აქვს გამოხატვის უფელბა. ასეთ სახელმწიფო მართველობას ჰქვია დამპალი, ასეთ მთავრობას დამპალი, უკანონო და დამნაშავე მთავრობა”,-ამბობს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, “ქართული მარშის” წევრებმა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება გააპროტესტეს.

თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა.

შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული.

სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად