უგულავა: ხალხის ხმა ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია, აღარ ესმის

“ხალხის ხმა ივანიშვილს დიდი ხანია, აღარ ესმის,”,-ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის გაერთიანებული ოპოზიციამ 300 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვა. ისინი 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.

“ხალხის ხმა ივანიშვილს დიდი ხანია, აღარ ესმის, მაგრამ ეს ხელმოწერები აუცილებელი კომპონენტია ამ ბრძოლის იმიტომ, რომ აუცილებელია საპარლამენტო პროცედურების დაწყება იმისთვის, რომ X მომენტში, როდესაც სიტუაცია იქნება მომწიფებული, ყველა სამართლებრივი პროცედურა ამ ცვლილებას ჰქონდეს გავლილი,“ – განაცხადა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად