უგულავა: ივანიშვილს შეუძლია თავისი ბედის გადარჩენა თუ დათანხმდება პროპორციულ სისტემას

“მოლოდინებს არ ვქმნი მე ზედმეტს, ჩვენთვის ეს არის პროცესი, მათ შორის ნერვების პროცესი”,-ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მოლოდინებს არ ვქმნი მე ზედმეტს, ჩვენთვის ეს არის პროცესი, მათ შორის ნერვების პროცესი და ჩვენი ვალია, მათ შორის გვაქვს მანდატი საზოგადოების მიერ მოცემული, მაქსიმუმი წამოვიღოთ და თუ ვერ შევძელით, მაგიდის აყირავება შერჩეს და შეეტენოს “ქართულ ოცნებას.” შედეგი მინიმუმ იქნება ის, რომ “ქართული ოცნება” დაკარგავს საერთაშორისო ლეგიტიმაციას, დაკარგავს არჩევნების შემდეგ ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციას, ეს გარდაუვალი პროცესია.

ამ პროცესის შეჩერება და საკუთარი ბედის გადარჩენა ივანიშვილს შეუძლია თუ დათანხმდება პროპორციულ სისტემას, თუ არადა მაჟორიტარულ სისტემასთან ერთად დაიმარხება,” – აცხადებს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა.

როდის შედგება დიალოგის მორიგი სერია ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის – ჯერ ზუსტ თარიღს ვერავინ აკონკრეტებს. შეხვედრა თვის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად