უგულავა: ივანიშვილს გახარიას პრემიერად დანიშვნის სიმძიმე ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული

ამის შესახებ, “ევროპული საქათველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ნახავს ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე. მიიღებს გახარიას პრემიერად დანიშვნის უტიფრობის გამო პასუხს. ძალიან მძიმე პასუხს. ჩვენ ხელები მორალურად გვაქვს გახსნილი. უბრალოდ ჩვენში მორალი და წესიერება საქართველოს მოსახლეობაში გაცილებით მეტია და გაცილებით ტრადიციული, ვიდრე იმ ვიგინდარა ადამიანის, ცეცხლს ეთამაშება. გახარიას დანიშვნის სიმძიმე ჯერ კიდევ არ აქვს მას გაცნობიერებული.”,-ამბობს უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად