უგულავა: ივანიშვილმა მიშა სააკაშვილის პიჯაკი ჩაიცვა, მაგრამ ვერ მოირგო, კომიკურად გამოიყურება

“უტრირებულად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი ჩაიცვა. ანუ, ის მოირგო, რაც მიშას ჰქონდა”,-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა “პოლიტმეტრში” საუბრისას განაცხადა.

“უტრირებულად რომ ვთქვათ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პიჯაკი ჩაიცვა. ანუ, ის მოირგო, რაც მიშას ჰქონდა. უბრალოდ, ვერ მოირგო, ის პიჯაკი დიდია, თვითონ პატარა, ამიტომ გამოიყურება კომიკურადაც. მას რეალური ცვლილება არაფერში არ გაუკეთებია, ოდნავ მოხდა ვეგეტარიზაცია სისტების, ოღონდ ესაც დროის ხარჯზე და არა ივანიშვილის”,-განაცხადა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...