უგულავა: ივანიშვილმა 1 ოქტომბერი 9 აპრილს გაუთანასწორა, ვარდების რევოლუციას არც კი ახსენებს

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” განაცხადა.

“ივანიშვილმა საქართველოს ისტორიის გადაწერა შემოგვთავაზა, სადაც 9 აპრილს 1 ოქტომბერი გაუთანასწორა. თითქოს საქართველოს მთელი პერიოდი წარუმატებლობის პერიოდი იყო და ერთადერთი წარმატება 1 ოქტომბერი იყო, როდესაც თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში. ამ ისტორიულ ექსკურსში ვარდების რევოლუციას არც კი ახსენებს, როგორც ფუნამდენტურ მოვლენას ქართულ პოლიტიკაში. საქართველო ამ თვალსაზრისით იყო ლოკომოტივი და პიონერი მთელს რეგიონში. ამიტომ ის აყალბებს ისტორიას და გვთავაზობს სერიალებს. მისი გემოვნების მაქსიმუმი ჩვენ უკვე ვნახეთ. მისი კარის რეჟისორის გოგა ხაინდრავას გადაღებული”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...