უგულავა: ივანიშვილი გვეუბნება, მურუსიძე წმინდანია, შალვა შავგულიძე დამნაშავე

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე არის წმინდანი, ხოლო ადვოკატი შალვა შავგულიძე კი არის დამნაშავე  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემა „ხალხის პოლიტიკაში“ განაცხადა.

ივანიშვილმა საქართველოს ისტორიის გადაწერა შემოგვთავაზა, სადაც 9 აპრილს 1 ოქტომბერი გაუთანასწორა. თითქოს საქართველოს მთელი პერიოდი წარუმატებლობის პერიოდი იყო და ერთადერთი წარმატება 1 ოქტომბერი იყო, როდესაც თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში. ამ ისტორიულ ექსკურსში ვარდების რევოლუციას არც კი ახსენებს, როგორც ფუნდამენტურ მოვლენას ქართულ პოლიტიკაში. საქართველო ამ თვალსაზრისით იყო ლოკომოტივი და პიონერი მთელს რეგიონში. ამიტომ ის აყალბებს ისტორიას და გვთავაზობს სერიალებს. მისი გემოვნების მაქსიმუმი ჩვენ უკვე ვნახეთ. მისი კარის რეჟისორის გოგა ხაინდრავას გადაღებული.

ამავე დროს გვეუბნება რომ მურუსიძე არის წმინდანი, ხოლო შალვა შავგულიძე არის დამნაშავე.“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე დაადანაშაულა, რომ მისი ინტერესების დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მოქმედებდა.

 

“ამ დროს ადვოკატი, ძირითადი ადვოკატი ვინც გახლდათ გირგვლიანის, შალვა შავგულიძე დღეს ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში, გავავლოთ პარალელები და ვნახოთ, რა მოხდა. ჯერ პირველ რიგში ის, რომ მოხდა დიდი ტრაგედია, მთელი ოჯახი პრაქტიკულად შეეწირა ნაციონალური მოძრაობის ხელწერას, ამის მოთავე გახლდათ სააკაშვილი, ერთადერთი კაცი, რომელსაც მსხვერპლად ჰყავდა მთელი ეს გუნდი და მის ხასიათზე იყო მორგებული თავიდან ბოლომდე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” და “თავისუფალი დემოკრატების”  ბლოკის პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...