უგულავა: ივანიშვილი ერთი ხელით დასავლეთისთვის სადღეგრძელოებს სვამს და მეორეთი ძირს უთხრის

პლახატნიუკი და ივანიშვილი გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს”,- ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გადაცემაში “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა, სადაც მან ამერიკელი კონგრესმენის მარკვეინ მალენის წერილზე ისაუბრა.

“რეალურად, ჩვენი ხელისუფლება ფეისბუქმა და ატლანტიკურმა საბჭომ გამოიჭირა და ფაქტები დაუდეს ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებაში. ივანიშვილი ერთი ხელით დასავლური, ნატოს მიმართულებით სადღეგრძელოებს სვამს და მეორე მხრივ, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. ასეთი ქმედებები როგორ მთავრდება ჩვენ ვნახეთ მოლდოვეთის მაგალითზე, სადაც პლახატნიუკს სანქციები დაეკისრა. პლახატნიუკი და ივანიშვილი გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენმა მარკვეინ მალენმა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გამოუგზავნა.

მარკვეინ მალინი საქართველოს პრემიერს პირდაპირ წერს, რომ ქვეყანამ დემოკრატიულ ღირებულებებიდან გადაუხვია, ეკონომიკური მდგომარეობა კი შემაშფოთებლად გაუარესდა.

მალენამდე სენატორებმა ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლმა გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნეს. როგორც წერილში ვკითხულობთ, ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით. წერილში ასევე, საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი და ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად