A1 ბანერი

უგულავა იაშვილს: ვინც წარსულზე აპირებთ საუბარს, გაგიხსენებთ ვინ ვის უკანალში ლამობდით ძრომიალს!

ასე პასუხობს სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ირაკლი იაშვილს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა.

აუ ეს კაცი იმ 9 წლის მანძილზე ალბათ 9 ჯერ მყავს ნანახი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში. ზოგჯერ ჩაიზე, ზოგჯერაც ვისკიზე. ამიტომ ჯობია გაჩუმდეს და საქმე/ტოლი ნახოს. ზოგადად, დამთავრდა ის დრო როცა ცალ კარში თამაშობდით. პრობლემები ნამდვილად ქონდათ ბიზნესმენებს ჩვენ დროს, ისევე როგორც ჩვენამდე და ახლაც. მთავარია ეს პრობლემები გვარდებოდა თუ არა და ქვეყანა ვითარდებოდა თუ არა. ამიტომ ძვირფასო ირაკლი (იგივე ….) და ყველა ვინც რიგში აპირებთ დგომას და ნაცვლად ბიზნესის დღევანდელი პრობლემებისა წარსულზე აპირებთ საუბარს, კი ბატონო! გავიხსენებ ყველაფერს ვინ როდის ვის უკანალში ლამობდით ძრომიალს. გნებავთ?! ვერ ვიტყვი რომ სიამოვნებას მგვრის ამაზე დროის ხარჯვა, ბევრად მეტი პრობლემაა ამ ქვეყანაში, მაგრამ რადგან არ ისვენებთ და ტარაკანასავით ბჟუიხართ, პასუხი იქნება სასტიკი, სამართლიანი და პროპორციული. დე დაერქვას ყველას თავის სახელი და არა მარტო ზარდიაშვილს”- წერს გიგი უგულავა. 

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადა წერს: ახლა რომ გამოჩნდნენ მარიხუანით დაბოლილი გულშემატკვრები, 2012 წლის დამსახურებაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...