უგულავა: “გავრილოვის ღამის” გამოძიებას გახარია ბარონ მიუჰაუზენივით აპირებს, ეს გამოძიება იმთავითვე განწირულია

იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ 20 ივნისის გავრილოვის ღამის გამოძიებას გახარია ბარონ მიუჰაუზენივით აპირებს ანუ საკუთარი თავის ქაჩალზე მოკიდებით აპირებს ჭაობიდან ამოიყვანოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გამოძიება იმთავითვე არის განწირული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საერთოდ სხვა მიმართულებით მიჰყავს და რეალურად არ აპირებს, გასცეს პასუხი, ვინ გასცა ბრძანება ამ სისხლიან დარბევაზე, ვინ ესროლა თუნდაც მაკო გომურს და ნებისმიერ დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებმაც მზერა დაკარგეს, დასახიჩრდნენ და სიცოცხლისთვის იბრძვიან. ეს მიმართულება საერთოდ ჩაგდებულია…

გამოსაძიებელია რატომ მოხდა ისე, რომ თვითონ გახარიას ინიციატივით უნდა გამართულიყო შეხვედრა და ყველა წინაპირობა იყო განმუხტულიყო სიტუაცია და მოლაპარაკების ნაცვლად მივიღეთ გაზის ტყვიების დაშენა მომიტინგეების მისამართით. ეს არის ის თემები,რომლებიც აუცილებლად უნდა დამაგრდეს სამართლებრივად, იმისათვის, რომ ხვალ როდესაც მეტ-ნაკლებად იქნება შესაბამისი სიტუაცია თავისუფალი გამოძიების ამ კითხვებზე გაეცეს პასუხი,“-ამბობს გიგი უგულავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...