უგულავა: გავრილოვი 3 დღეა დააპურეს, 9-ჯერ დაათვრეს, ტაშ-ფანდური უმღერეს ბიუჯეტის ფულით!

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის სასესიო დარბაზი დაიკავა. როგორც “ტვ პირველთან” საუბრისას “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა აღნიშნავს, ამ ფორმით ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

“ეს არის პროტესტი, აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი. დღეს ჩვენ ვიხილეთ თავმჯდომარის სკამზე მჯდომი გავრილოვი და დღეს საქრათველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ამით არიან აღშფოთებულები შემოვიდნენ პარლამენტში და დაიკავეს დარბაზი იმისათვის, რასაც ჩვენ ერთად ვითხოვთ: უნდა გადადგეს, ან უნდა გადააყენონ, ან იმპიჩენტით მოუწევს წასვლა ბატონ კობახიძეს!

“ქართულმა ოცნებამ” მოიკვეთოს ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა და გააკეთა. მე ვგუისხმობ ქუცნაშვილს. პოზიცია უნდა აგამოხატოს ყველამ, ის კი არ უნდა თქვას არ გვეგონა ამ სკამზე რომ დაჯდებოდაო. 3 დღეა ეს ადამიანი გაასიეს, დააპურეს, 9 ჯერ დაათვრეს, ტაშ-ფანდური უმღერეს, ბიუჯეტის ფულით.

ეს ვერ გაგრძელდება დიდი ხანი და ვერ მოვითმენთ ამას!”, – განაცხადა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად