უგულავა: ეს ივანიშვილის პროვოკაციაა, პროტესტი გაგრძელდება და გახარია წავა პოსტიდან, ან წავა ციხეში!

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციის სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ივანიშვილის არის ივანიშვილის პროვოკაცია. პროვოკაცია კი არის მშვიდობიანი და მტკიცე პროტესტი, რომლის მიმართ ივანიშვილის რეჟიმს მოუწია უკან დახევა. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ არ ემეტებოდათ ქუცნაშვილი, მაგრამ გაწირეს ქუცნაშვილი, არ მეტებოდათ კობახიძე, მაგრამ გაწირეს კობახიძე, მათ 2024 წელს უნდოდათ ჩაეტარებინათ პროპორციული არჩევნები, მაგრამ გაწირეს და საზოგადოების ძალისხმევით დათმეს. მაგრამ ყველაზე მეტად რისიც ეშინია, არის ის პროტესტი, რომელიც აქ რუსთაველზე მიდის. ეს არის ზეპარტიული პროტესტი.

ივანიშვილს უნდა ეს პროტესტი წარმოაჩინოს წინა და ახლანდელი ხელისუფლებების დაპირისპირებად, გადაიყვანოს აბსოლუტურად სხვა რაკურსში, რაც არ გამოუვა. ეს არის გაბრაზებული ადამიანების პროტესტი და მას აქვს მიზანი, მიზანი დარჩა ერთი, გადადგეს გიორგი გახარია, რომელიც არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ადამიანი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას დათვის შემაკავებელი ტყვიები ესროლა, ადამიანი, რომელმაც თვალები დათხარა და გააუბედურა ასობით ჩვენი მოქალაქე და ახალგაზრდას დაუმახინჯა ცხოვრება. ამის გადასაფარად მათ ერთი და იგივე ტაქტიკა, რომ გადაიტანოს წინა და დღევანდელი ხელისუფლების დაპირისპირებად, რომელსაც უკვე ყავლი აქვს გასული. ვინც არ უნდა დაიჭირონ, მელია თუ მე, რა ჩანაწერებიც არ უნდა გამოაგდონ, ეს პროტესტი გაგრძელდება მშვიდად და იქნება უფრო ხალხმრავალი და ამის შედეგად გახარია წავა თანამდებობიდან და თუ კიდევ დიდხანს გაიწელება წავა ციხეში”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო ღინისძიებას ითხოვს. პარლამენტი მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ხვალ იმსჯელებს, ამის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახაიანმა განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად