უგულავა: ძვირფასო ბატონო რომან, ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძეს პასუხობს.

“ჩემო ძვირფასო ბატონო რომან. ევროპული საქართველო არის მთავარი ლოკომოტივი ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის, რადგან ეს მიგვაჩნია ივანიშვილის რეჟიმზე გამარჯვების მნიშვნელოვან წინაპირობად. ასევე ვთვლით, რომ მაჟორიტარის შეჯერება არ ავნებს პარტიებს პროპრციულ ნაწილში , მარტივად პარიებს ამით ხმები არ აკლდებათ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეთანხმებებით ვმოქმედებთ და იმედი მაქვს რომ ენემეც ასე მოიქცევა.

p.s. ზოგადად, ზუგდიდში კენჭისყრაზე არც მიფიქრია და ვიდრე კანდიდატს დამიყენებდით, იქნებ გაგერკვიათ😍” – წერს გიგი უგულავა სოცუალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომან გოცირიძის თქმით, გიგი უგულავა ზუგდიდში თუ დააყანებს კანდიდატურას, “ნაცმოძრაობა” მხარს არ დაუჭერს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად