უგულავა: ბოლომდე გაფორმდა ყროლი მოსამართლეების კორპუსი, რომელიც ემსახურება ივანიშვილის ხუშტურებს

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რითაც პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მხარდაჭერას გამოეხმაურა.

” ცინიკურია მართლმსაჯულება, როდესაც მაგალითად, ვალერიანე ფილიშვილი „ნორჩი სტახანოველივით“ ასმეოცე ადამიანს მსჯავრს დებს და ციხეში უშვებს, თითქოს სხვა მოსამართლე არ შეიძლება იყოს, ან პარალელურად არ შეიძლება განიხილოს. ეს არის წვრილმანი სადიზმი, რაც დამახასიათებელია ივანიშვილის რეჟიმისთვის.

ამავე დროს, ცინიზმია მართლსაჯულებასთან მიმართებაში, რადგან ყოველ დღე ახალ სიმაღლეებს ვხედავთ, თუ როგორი ცინიკურია. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით ძალიან სიმბოლური იყო ამ მართლმსაჯულების დახასიათებისთვის გუშინდელი დღე, საქართველოში ბოლომდე გაფორმდა ყროლი მოსამართლეების კორპუსი, რომელიც პირდაპირ ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებს”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად