უგულავა: არჩევნების შემდეგ “ოცნებას” არ შევუქმნით მთავრობას, დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლებას

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ “ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან”.

“ჩვენ გვინდა ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს შევთავაზოთ და წინასაარჩევნოდ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებას“ არ შევუქმნით მთავრობას, დავამსხვრევთ ივანიშვილის ძალაუფლების მონოპოლიას – ძალაუფლების მონოპოლიას სასამართლოში, პროკურატურაში, მედიაში. მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის „ოცნებასთან“ არ შევალთ კოალიციაში. ცალკე აღებული ივანიშვილის მთავრობა 50%-ს ვერ აიღებს და ეს შესაძლებელს გახდის არეულობის და ქაოსის გარეშე ჩამოვაშოროთ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად