უგულავა: აფრიკის განუვითარებელი ტომის მენტალობით გამოირჩევა “ქართული ოცნება”

“ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, ის, რაც თბილისის საკრებულოში გუშინ მოხდა, ადამიანობისა და კაცობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს და შეუფერებელია როგორც საკრებულოსთვის, ასევე, ზოგადად, დეპუტატობისთვის.

“აფრიკის განუვითარებელი ტომის მენტალობით გამოირჩევა “ქართული ოცნება”. ის ფორმა, რაც ჩვენ ვიხილეთ, ადამიანობისა და კაცობის მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, დღესაც ამ ადამიანებს მოვუწოდებ, ნაგავი, რომელიც არის გასატანი, აყროლებს ჩვენს ქვეყანას და შეუფერებელია საკრებულოსთვის და ზოგადად დეპუტატობისათვის”-განაცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის:  24 იანვარს თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად