უგულავა: ამერიკელებმა ბახტაძეს უთხრეს სამი სიტყვა დაიმახსოვრეო – არჩევნები, სასამართლო და ანაკლიაო!

“ბახტაძემ აშშ-ს უთხრა 3 რიცხვით დაიმახსოვრეთ საქართველოო – 1, 28 და 8000-იო, იმათ კი 3 სიტყვა დაიმახსოვრე არჩევნები, სასამართლო ანაკლიაო”, – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გუშინდელ განცხადებას, რომელიც მან პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

“ჩავიდა ბახტაძე ამერიკაში და უთხრა სამი რიცხვით დაიმახსოვრეთ საქართველოო – 1, 28 და 8000-ო.

ამერიკელებმა კი უთხრეს სამი სიტყვა დაიმახსოვრეო – არჩევნები, სასამართლო და ანაკლიაო!

ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ქრონიკები, 2019 წელი”, – წერს გიგი უგულავა Facebook-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ აუცილებლობას ქვეყანაში სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიის ფარგლებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ასევე პომეპომ განაცხადა რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი მალე დასრულდება, რითაც გაძლიერდება საქართველოს ურთიერთობა თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...