A1 ბანერი

უგულავა: 2012 წელს ივანიშვილს მაისის თოვლივით დაეცა ხელისუფლება

ამის შესახებ  პარტია “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ გადაცემა „ხალხის პოლიტიკა“-ში განაცხადა.

“2003 წელს მოსახლეობის უმრავლესობას ვერც კი წარმოედგინა, რომ ედუარდ შევარდნაძე (საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. რედ.)  უნდა წასულიყო. მაგრამ შევარდნაძე წავიდა, გაქრა პოლიტიკური სცენიდან როგორც შარშანდელი თოვლი.

2012 წელს არავის ეგონა, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს (პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. რედ.)  რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და ხელისუფლებაში მოვიდოდა. გახსოვთ ალბათ ბრინჯივით დაბნეული „ქართული ოცნების“ ლიდერები, რა ექნათ არ იცოდნენ… ის თუ შარშანდელი თოვლივით გაქრა, ამათ მაისის თოვლივით დაეცათ ხელისუფლება, მაგრამ ეს მოხდა…

ზუსტად მაშინ მწიფდება ხელისუფლების ცვლილება ჩვენს ქვეყნაში, როდესაც ამას ვეღარავინ მოიშორებს… არჩევნებით უნდა გავუშვათ ივანიშვილი სახლში. თუ არ დათმობს პროპორციულს, სხვა გეგმაც გვაქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია შუალედური არჩევნებზე ჩვენი კოორდინაცია”,  – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...