უგულავა: 20 ივნისი იქნება ახალი ენერგიის, ძველი პრობლემების არდავიწყების დღე

20 ივნისი იქნება ახალი ენერგიის, განახლების და ამავე დროს ძველი პრობლემების არდავიწყების დღე- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

” ქვეყანა ცხოვრებას აგრძელებს, საპროტესტო ფორმები შეიძლება შეიცვალოს ამ პანდემიის გამო, მაგრამ მუხტი და გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ამიტომ ახალი სტანდარტია საჭირო. ამ თვალსაზრისით ექსპერიმენტული იქნება. უნდა მოვერგოთ ახალ რეალობებს, მაგრამ შინაარსი არის უცვლელი- კვლავ დეოკუპაციის მოთხოვნა, ცვლილებების მოთხოვნა და კიდევ უფრო მწვავედ დაემატება ანტიკრიზისული სულისკვეთება იმიტომ, რომ ეკონომიკის ქარიშხალი დაუბერავს, რომელმაც შეიძლება ერთიანად წარგვხოცოს ისეთი მძიმე დღეები, თვეები და წელიწადი გველოდება წინ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, რომ გამოირიცხოს, რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც იყოს ნდობა საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ხელისუფლება უნდა მიხვდეს სიტყვის ფასს, დღეს მის სიტყვას ფასი აღარ აქვს. ამიტომ 20 ივნისი იქნება ახალი ენერგიის, განახლების და ამავე დროს ძველი პრობლემების არდავიწყების დღე“, – განაცხადა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად