უგრხელიძე ეჭვობს, რომ ოლიმპიური ფესტივალის თანხები მაღალჩინოსნების ჯიბეებში დაილექება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სევდია უგრეხელიძე აცხადებს, რომ ოლიმპიური ფესტივალისთვის და "დინამო არენასთვის" გამოყოფილი თანხები შესაძლოა მაღალჩინოსნების ჯიბეებში დაილექოს. 

როგორც უგრეხელიძემ თბილისის მთავრობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ოლიმპიური ფესტივალისთვის მერიამ გამოაცხადა 28 მილიონი ლარის ოდენობის პირდაპირი წესით შესყიდვა, რაც კორუფციის ეჭვებს აჩენს.

"სამწუხაროდ ბიუჯეტში ცვლილებელი განხილული იქნა ზერელედ და არადეტალურად. ჩვენ გავაინტერესებდა, რატომ გახდა სატადიონისთვის დამატებითი 6 მილიონის გამოყოფა. როგორც ცნობილია, ჩვენ მხარს ვუჭრთ ასეთ პროექტებს, სადანაც შეიძლება პირდაპირი ინვესტიციები შემოვიდეს. მაგრამ ვშიშობთ, როგორც დაიხარჯა ოლიმპიადის 28 მილიონი შესყიდვებით… და ეჭვს იწვევს, რომ კორუფციას ჰქონდა იქ ადგილი. ასევე არ დაიხარჯოს ის 10 მილიონი, რომელიც გრანტის სახით მიიღო თბილისის მთავრობა "ქართუ ბანკისგან"  და შემდეგ ოლიპიურ კომიტეტს უნდა გადასცეს. 

ოლიმპიადაზე 76 მილიონამდე ადის ეს ხარჯები და ჩნდება კითხვები, როგორ მოხდება ასეთ მოკლე დროში ამ თანხების ოპტიმალური ხარჯვა"

სევდია უგრეხელიძემ მთავრობის სხდომა რამდენიმე წუთში დატოვა და განცხადა: "მერმა თქვა, თათბირის რეჟმში გადავდივართო და ჩემთვის იყო ნიშანი, რომ სხდომა დამეტოვებინა". 

თბილისის მთავრობის სხდომაზე სულ 15 საკითხს განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი თბილისის ბიუჯეტში შტანის პროექტის განხილვაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად