უგანდელმა, რომელმაც covid19-ის წესების დარღვევის გამო ამოღებული მოტოციკლი ვერ დაიბრუნა, ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა

უგანდაში, დედაქალაქ კამპალას სამხრეთით მდებარე ქალაქ მასაკაში, კორონავირუსის კრიზისის გამო შემოღებული შემზღუდავი წესების დარღვევის გამო ჩამორთმეული მოტოციკლის მფლობელმა, პოლიციის შენობაში ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა

რეგიონალური პოლიციის წარმომადგენელ ნსუბუგი მოჰამედის თქმით, 29 წლის ჰუსეინ ვალუგებმეს მოტოციკლი ახალი შეძენილი ჰქონდა. სამშაბათს, დილით, კომენდანტის საათის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ქუჩაში მოტოციკლ-ტაქსით გასულ მის მეწყვილე პოლიციამ დასაკავა.

მოტოციკლი-ტაქსი უგანდელ უმუშევრების დასაქმების ერთ-ერთი წყაროა, თუმცა კორონავირუსის კრიზისის გამო დაწესებული შეზღუდვების თანახმად მგზავრების გადაყვანა აკრძალულია. ტაქსით მხოლოდ დილის 06:30 სათიდან 17:00 სათამდე ტვირთის გადატანაა ნებადართული. პოლიციამ ჰუსეინის მეწყვილეს მოტოციკლი მგზავრის გადაყვანის გამო ჩამოართვა.

პოლიციის განყოფილებაში მისულ მოჰამედს პოლიციელებმა, წინასწარი ვარაუდით, 40 $ ქრთამი მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე მისულმა მოჰამედმა თხოვნით ვერაფერი გააწყო და მოტოციკლის დაბრუნება ვერ მოახერხა, მან პიჯაკში ჩამალული ბენზინით სავსე ჭურჭელი ამოიღო, გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.

“ის შეეცადა პოლიციის ოფიცრისთვის წაევლო ხელი, რათა ერთად მომკვდარიყვნენ, მაგრამ მან მოახერხა თავის დაღწევა და უმნიშვნელო დამწვრობები მიიღო”, პოლიციის ორი თანამშრომელი გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული და მიმდინარეობს ძიება, – ნათქვამია ნაციონალური პოლიციის შტაბის განცხადებაში.

მომხდარმა ფაქტმა უგანდელების განრისხება გამოიწვია. მათი თქმით, უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა შორის ფართოდ გავრცელებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, მათ შორის, ცემის, უკანონო დაკავების და გამოძალვის ფაქტები, ამჟამად, ხშირად, კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი შემზღუდავი წესების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების საფარქვეშაა შენიღბული.

კრიტიკოსები 76 წლის იოვერი მუსევანის, რომელიც 1986 წლიდანაა პრეზიდენტის პოსტზე, მომავალი წლის დასაწყისისთვის დანიშნული არჩევნების წინ ოპონენტების უფლებების და მათი დევნისთვის პანდემიის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

უგანდამ, კორონავირუსის ჩასაცხრობად, აფრიკის სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა. დღემდე უგანდაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 927-ია. მათ შორის უმეტესობა სახელმწიფოთაშორისი ტვირთების გადამტანი ავტოტრანსპორტის მძღოლია. ინფიცირებულთაგან აქტიური პაციენტი 59-ია, ხოლო 868 კი სრულადაა განკურნებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად