UFC-ის “ოქროს ბიჭუნა” 11 გამარჯვების შემდეგ პირველად დამარცხდა

ამერიკის სახელით მოასპარეზე სომხური წარმოშობის სპორტსმენი ედმენ შახბაზიანი კარიერის მანძილზე პირველად დამარცხდა. მისი მეტოქე თანამემამულე, ამერიკელი მოკრივე დერეკ ბრანსონი იყო.

შეხვედრა ლას-ვეგასში UFC Fight Night 173 ტურნირის ფარგლებში გაიმართა. სპორტსმენებმა სულ 3 რაუნდი იჩხუბეს და რეფერის ჩარევის შემდეგ დერეკ ბრანსონს ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება მიანიჭეს.

ეს სომეხი სპორტსმენის პირველი მარცხია UFC-ში გამართული ჩხუბების განმავლობაში. მას მანამდე კარიერაში 11 გამარჯვება ჰქონდა. 11 ჩხუბიდან შახბაზიანმა 9 პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოიგო და სწორედ ამის გამო შეარქვეს ზედმეტსახელად “ოქროს ბიჭუნა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად