უეფას ერთა ლიგა: საქართველომ ანდორა გაანადგურა

უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, “დინამო არენაზე” ანდორას დაუპირისპირდა და ანგარიშით – 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა 33-ე წუთზე გახსნა და ეროვნული გუნდი დააწინაურა. 84-ე წუთზე ყაზაიშვილმა უკვე დუბლი გაიფორმა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე დამატებით წუთზე ნაკრების კაპიტანმა გადაგზავნა მოწინააღმდეგის კარში ბურთი და ანგარიში გამანადგურებელი გახადა – 3:0.

ამავე ჯგუფში, 1:1 დასრულდა ლატვიასა და ყაზახეთს შორის შეხვედრა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დარჩენილი სამი თამაშიდან, მხოლოდ ერთის მოგება სჭირდება, რათა დანარჩენი გუნდებისთვის მიუწვდომელი გახდეს და D ლიგის ფლეი ოფში გავიდეს.

ვლადიმირ ვაისის გუნდს სამი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს, მეტოქეების კარში 5 ბურთი აქვს გატანილი, საკუთარში კი – არცერთი გაშვებული.

ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს, ლატვიაში 16 ოქტომბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად