უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მეთექვსმეტედფინალისტი გამოვლინდა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დღეს A, B, C და D ჯგუფებში გაიმართა დასკვნითი მეექვსე ტურის შეხვედრები

მეექვსე ტურის შეხვედრების შედეგები და გუნდების საბოლოო სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

A ჯგუფი

„ბაიერნი” მიუნხენი – „ლოკომოტივი” მოსკოვი 2:0(0:0)
„ზალცბურგი” ზალცბურგი – „ატლეტიკო” მადრიდი 0:2(0:1)„ბაიერნი” – 16

„ატლეტიკო” – 9

„ზალცბურგი” – 4

„ლოკომოტივი” – 3

მერვედფინალში გავიდნენ „ბაიერნი” და „ატლეტიკო”, ლიგა ევროპაზე „ზალცბურგი”  ითამაშებს.

B ჯგუფი

„ინტერი” მილანი – „შახტარი” დონეცკი 0:0
„რეალი” მადრიდი – „ბორუსია” მენხენგლადბახი 2:0(2:0)

„რეალი” – 10
„ბორუსია” – 8

„შახტარი” – 8

„ინტერი” – 6

„რეალი” და „ბორუსია” მერვედფინალში ითამაშებენ, „შახტარი” ლიგა ევროპაზე გააგრძელებს ასპარეზობას

C ჯგუფი
„მანჩესტერ სიტი” მანჩესტერი – „მარსელი” მარსელი 3:0(0:0)
„ოლიმპიაკოსი” პირეი – „პორტუ” პორტუ 0:2(0:1)

„მანჩესტერ სიტი” – 16

„პორტუ” – 13

„ოლიმპიაკოსი” – 3

„მარსელი” – 3

„მანჩესტერ სიტი” და „პორტუ” მერვედფინალში ითამაშებენ, „ოლიმპიაკოსი” კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

D ჯგუფი
„აიაქსი” ამსტერდამი – „ატალანტა” ბერგამო 0:1(0:0)
„მიდტიულანდი” ჰერნინგი – „ლივერპული” ლივერპული 1:1(0:1)

„ლივერპული” – 13

„ატალანტა” – 11

„აიაქსი” – 7

„მიდტიულანდი” – 2

მერვედფინალში „ლივერპული” და „ატალანტა” ითამაშებენ, „აიაქსი” ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

დღეს გაიმართა აგრეთვე გუშინ შეწყვეტილი მატჩი „პარი სენ-ჟერმენს” და „ისტანბულ ბაშაკშეჰირს” შორის. ნეიმარი ჰეტ-ტრიკს და მბაპეს დუბლს სტუმრებმა მეჰმეტ ტოპალის გოლით უპასუხეს.

„პარი სენ-ჟერმენი” – „ისტანბულ ბაშაკშეჰირი” 5:1(3:0)

„პარი სენ-ჟერმენი” – 12
„რასენბალსპორტი” – 12

„მანჩესტერ იუნაიტედი” – 9

„ისტანბულ ბაშაკშეჰირი” – 3

„პარი სენ-ჟერმენი” და „რასენბალსპორტი” მერვედფინალში გავიდნენ, „მანჩესტერ იუნაიტედი” კი ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

ამრიგად, მერვედფინალში E, F და G ჯგუფებიდან გასულ „ჩელსისთან”, „სევილიასთან”, „ბორუსიასთან”(დორტმუნდი), „ლაციოსთან”, „იუვენტუსთან” და „ბარსელონასთან” ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებენ „ბაიერნი”, „ატლეტიკო”, „რეალი”, „ბორუსია” (მენხენგლადბახი), „მანჩესტერ სიტი”, „პორტუ”, „ლივერპული”, „ატალანტა” „პარი სენ-ჟერმენი” და „რასენბალშპორტი”.

„ზალცბურგი”, „შახტარი”, „ოლიმპიაკოსი”, „აიაქსი” „კრასნოდარი”, ბრიუგე”, „დინამო” კიივი და „მანჩესტერ იუნაიტედი”ევროპა ლიგაზე მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვებიან ასპარეზობაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად