უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფის მონაწილე 16-დან 11 გუნდი გაირკვა

ჩემპიონთა ლიგის A, B, C და D ჯგუფებში მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა

A ჯგუფში „რასენბალშპორტმა” ბრიუგეში მასპინძლები გაანადგურა და ევროპის ლიგაზე თამაში უფლების მოპოვებისკენ გადადგა ნაბიჯი. მანჩესტერში „პარი სენ-ჟერმენმა” დათმო შეხვედრა მასპინძლებთან.

„ბრიუგე” – „რასენბალშპორტი” 0:5(0:4)
გოლები: 12′ ქრისტოფერ ნკუნკუ 0:1, 17′ ემილ ფორსბერგი 0:2, ანდრე სილვა 0:3, ემილ ფორსბერგი 0:4, 90+3′ ქრისტოფერ ნკუნკუ 0:5

„მანჩესტერ სიტი” – „პარი სენ-ჟერმენი” 2:1(0:0)
გოლები” 50′ კილიან მბაპე 0:1, 63′ რაჰიმ სტერლინგი 1:1, 77′ გაბრიელ ჯესუსი 2:1

„მანჩესტერ სიტი” – 12
„პარი სენ-ჟერმენი” – 8
„რასენბალშპორტი” – 4
„ბრიუგე” – 4

7 დეკემბერს ერთმანეთს შეხვდებიან:

„პარი სენ-ჟერმენი” – „რასენბალშპორტი”
„ბრიუგე” – „მანჩესტერ სიტი”

B ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკომ” საკუთარ მინდორზე წააგო „მილანთან” ,  „ლივერპულმა” „პორტუ” დაამარცხა

„ატლეტიკო” – „მილანი” 0:1(0:0)
გოლი 87-ე წუთზე ჟუნიორ მესიასმა გაიტანა

„ლივერპული” – „პორტუ” 2:0(0:0)
გოლები: 52′ ტიაგო ალკანტარა 1:0, 70′ მოჰამედ სალაჰი 2:0

„ლივერპული” – 16
„პორტუ” – 5
„ატლეტიკო” – 4
„მილანი” – 4

7 დეკემბერს ითამაშებენ:

„მილანი” – „ლივერპული”
„პორტუ” – „ატლეტიკო”

C ჯგუფში პლე ოფში წინა ტურის შეხვედრების შემდეგ უკვე გასულმა „აიაქსმა” სტამბოლში „ბეშიქთაში დაამარცხა და მას ევროპა ლიგაზე თამაში იმედი გადაუწურა. ლისაბონში „სპორტინგი” დორტმუნდის „ბორუსიასთან” მოგების შემთხვევაში პლეი ოფში გასვლას ინაღდებდა. მასპინძლებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და სტუმრები დამაჯერებლად დაამარცხეს.

„ბეშიქთაში” – „აიაქსი” 1:2(1:0)
გოლები: 22′ რაშიდ გეზალი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 54′ და 69′ სებასტიენ ალე 1:1 და 1:2

„სპორტინგი” – „ბორუსია” 3:1(2:0)
გოლები: 30′ და 39′ პედრო გონსალესი 1:0 და 2:0, 81′ პედრო პორო 3:0, 90+3′ დონიელ მალენი 3:1
81-ე წთზე  გონსალესის მიერ დარტყმული  თერთმეტმეტრიანი დორტმუნდელთა მეკარე გრეგორ კობელმა მოიგერია.
75-ე წუთზე დორტმუნდელი ემრე კანი გააძევეს მინდვრიდან

„აიაქსი” – 15
„სპორტინგი” – 9
„ბორუსია” – 6
„ბეშიქთაში” – 0

7 დეკემბერს ერთმანეთს შეხვდებიან:
„აიაქსი” – „სპორტინგი”
„ბორუსია” – „ბეშიქთაში”

D ჯგუფში „ინტერმა” საკუთარ მოედანზე დონეცკის „შახტარი” დაამარცხა და პლეი ოფის საგზური ვადამდე მოიპოვა. ტირასპოლში „შერიფი” „რეალთან” დამარცხდა და პლეი ოფში თამაშის შანსი დაკარგა

„ინტერი” – „შახტარი” 2:0(0:0)
გოლები: 61′ და 67′ ედინ ჯეკო

„შერიფი” – „რეალი” 0:3(0:2)
გოლები: 30′ დავიდ ალაბა 0:1, 45+1′ ტონი კროსი 0:2, 55′ ქარიმ ბენზემა 0:3

„რეალი” – 12
„ინტერი” – 10
„შერიფი” – 6
„შახტარი” – 1

7 დეკემბერს ითამაშებენ:

„შახტარი” – „მოლდოვა”
„რეალი” – „ინტერი”

პლეი ოფში თამაშის უფლება  ილვე მოიპოვეს შემდეგმა გუნდებმა:

A  ჯგუფი
„მანჩესტერ სიტი”
„პარი სენ-ჟერმენი”

B  ჯგუფი
„ლივერპული”

C  ჯგუფი
„აიაქსი”
„სპორტინგი”

D ჯგუფი
„რეალი”
„ინტერი”

E ჯგუფი
„ბაიერნი”

F ჯგუფი
„მანჩესტერ იუნაიტედი”

H ჯგუფი
„ჩელსი”
„იუვენტუსი”

კომენტარები
იტვირთება...