უეფას ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნი” სახლში „პარი სენ-ჟერმენთან” დამარცხდა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალის მორიგი ორი შეხვედრა გაიმართა

მიუნხენში, უეფას ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებული მიუნხენის “ბაიერნი” სახლში „პარი სენ ჟერმენთან” დამარცხდა – 2:3(1:2)

„ბაიერნი”, რომელსაც ტრავმირებული რობერტ ლევანდოვსკი აკლდა, 28-ე წუთზე უკვე 0:2-ს აგებდა. მე-60 წუთისთვის „ბაიერნმა” შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ 8 წუთის შემდეგ პარიზელები კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე საბოლოოდ დაწინაურდნენ.

გოლები გაიტანეს: კოლიან მბაპე (მე-3 წთ 0:1), მარკინოსი (28-ე წთ 0:2), ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი (37-ე წთ 1:2), თომას მიულერი (მე-60 წთ 2:2), კილიან მბაპე (68-ე წთ 2:3)

პორტუში მასპიმძლებმა ლონდონის „ჩელსის” ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა და დამარცხდნენ – 0:2(0:1)

გოლები: მეისონ მაუნტი (32-ე წთ 0:1), ბენ ჩილუელი (85-ე წთ 0:2)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...