უეფა ევროპის თასებზე ქართული და რუსული კლუბების შეხვედრა შესაძლებელი იქნება

რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ევროპის საფეხბურთო ასოციაციათა კავშირი (უეფა) ევროპის თასებზე კენჭისყრისას ერთმანეთისგან ქართული და რუსული კლუბების გაყრას არ აპირებს. 

ორგანიზაციის პრეს-სამსახურის განცხადების თანახმად, “უეფას აღმასრულებელი კომიტეტის 2014 წლის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს და რუსეთის კლუბებს შეუძლიათ ერთმანეთს შორის მატჩების მონაწილეობის მიღება. ამ გადაწყვეტილების შეცვლა არ იგეგმება”

საქართველოდან ჩემპიონთა ლიგაზე “საბურთალო” თამაშობს, ხოლო ევროპა ლიგაზე კი ქუთაისის “ტორპედო”, თბილისის “დინამო” და საჩხერის “ჩიხურა”. ოთხივე გუნდი შეჯიბრებას საკვალიფიკაციო რაუნდიდან იწყებს. რუსეთიდან ცემპიონთა ლიგაზე “ზენიტი” და “ლოკომოტივი (ჯგუფური ტურნირი) და “კრასნოდარი” (მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი) ითამაშებენ. ევროპის ლიგაზე კი მოსკოვის “ცსკა” (ჯგუფური ტურნირი), მოსკოვის “სპარტაკი” (მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი) და ტულის “არსენალი” (მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი).

რუსეთმა საქართველოს გუნდებზე სანქციების დაწესების მოთხოვნით უეფას მას შემდეგ მიმართა, რაც რამდენიმე ქართული კლუბი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების დაწყების წინ საფეხბურთო მინდორზე ანტიოკუპაციური მაისურებით გავიდა. რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ მაშინ უეფამ განაცხადა, რომ ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობისას მომხდარი ფაქტების განხილვა ეროვნული ფედერაციის შესაბამისი კომიტეტების იურისდიქციას განეკუთვნება და უეფა მასზე მსჯელობას არ აპირებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...