დღეს „შემოდგომის ერთა თასის“ მეორე მატჩში „ბორჯღალოსნები” უელსში, ლანელის „პარკ უაი სკარლეტზე” „დრაკონებს” შეხვდნენ
შეხვედრის პირველი ნახევარი მე-9 წუთზე „დრაკონებმა” საჯარიმოდან გახსენეს ანგარიში. 25-ე წუთზე მათ ლელო დადეს, გარდასახვა ზუსტად გამოიყენეს და 10:0 დაწინაურდნენ.
ტაიმის მიწურულს „ბორჯღალოსნებმა” რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს, მაგრამ შეტევების დროს დაშვებული შეცდომების გამო ანგარიშში სხვაობა უცვლელი დარჩა.
51-ე წუთზე შეეედმა მეორედ შეასრულა ზუსტად საჯარიმო ანგარიში 13:0 გახდა.
76-ე წუთზე „დრაკონებმა” კიდევ ერთი ლელო დადეს – 18:0
„ბორჯღალოსნებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
მარქაფა: გიორგი ჭყოიძე; გურამ გოგიჩაშვილი; ლექსო ყაულაშვილი; ლაშა ჯაიანი; გიორგი თხილაიშვილი; გელა აფრასიძე; დემურ თაფლაძე; თამაზ მჭედლიძე
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი; ჯაბა ბრეგვაძე; ბექა გიგაშვილი; გრიგორ ქერდიყოშვილი; კოტე მიქაუტაძე; ოთარ გიორგაძე; ბექა საღინაძე; ბექა გორგაძე;
მარქაფა: გიორგი ჭყოიძე; გურამ გოგიჩაშვილი; ლექსო ყაულაშვილი; ლაშა ჯაიანი; გიორგი თხილაიშვილი; გელა აფრასიძე; დემურ თაფლაძე; თამაზ მჭედლიძე
მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი