A1 ბანერი

UEFA-მ ემოციური ჟესტის გამო კრისტიანო რონალდო დასაჯა

UEFA-მ იუვენტუსის სუპერვარსკვლავს კრისტიანო რონალდოს სასჯელი გამოუტანა.

სასჯელის მიზეზი ფეხბურთელის ემოციური ჟესტი გახდა, რომლითაც ატლეტიკოსთან ჩატარებული საშინაო მატჩის ბოლოს ატლეტიკოს არგენტინელ დამრიგებელ დიეგო სიმეონეს უპასუხა. რონალდოს სასჯელის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

რონალდოს 20 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ატლეტიკო-იუვენტუსის მადრიდში გამართული შეხვედრის შემდეგ იგივენაირად მოიქცა სიმეონე, რომელსაც UEFA-მ ასევე ჯარიმა დააკისრა – ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სიმეონე ასევე 20 000 ევროთი დააჯარიმა.

ცნობისთვის, ატლეტიკოსა და იუვენტუსის მატჩი მადრიდში 2:0 დამთავრდა. ამ სიხარული გამო გამოხატა სიმეონემ ეს ჟესტი. განმეორებით მატჩში იუვენტუსმა თითქმის შეუძლებელი შეძლო და come back-ი გააკეთა და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. სამივე გოლი რონალდომ გაიტანა, რომელსაც იქამდე მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსის მაისურით, სიმეონეს ემოციას ანალოგიურად უპასუხა რონალდომაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...