UEFA-მ “დინამოს” საჩივარი არ დააკმაყოფილა და “ფეინორდთან” მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

UEFA-მ “დინამოს” საჩივარი არ დააკმაყოფილა და “ფეინორდთან” მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება, – ამის შესახებ განცხადებას “დინამო თბილისი” თავად ავრცელებს.

“სამწუხაროდ უეფამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და როტერდამის ფეიენორდთან მოახლოებული მატჩი დინამო არენაზე გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დასჯის გადაწყვეტილება 8 აგვისტოს მიიღო. კლუბი 50 000 ევროთი დააჯარიმა და მას უახლოეს მატჩში ევროტურნირებზე ტრიბუნაზე მაყურებლის დასწრება აუკრძალა. ეს უახლოესი მატჩი “დინამოს” როტერდამის “ფეინორდთან” უწევს. სანქციის მიზეზი კი აზერბაიჯანულ “გაბალასთან” ჩატარებული მატჩის დროს ტრიბუნაზე ფაშისტური ჟესტიკულაცია გახდა, რასაც დასავლეთის ქვეყნებში მკაცრად ებრძვიან.

პირველი მატჩი ჰოლანდიაში “ფეინორდისა” და “დინამოს” მონაწილეობით, ქართული კლუბის მარცხით დასრულდა ანგარიშით 4:0. შესაბამისად, პლეი ოფში გასვლის შანსი თბილისურ კლუბს პრაქტიკულად აღარ აქვს. იმ მატჩში “დინამო” ბოლო წუთებზე “გატყდა”, მას შემდეგ რაც კლუბი მოედანზე 10 კაცით დარჩა და საკუთარ კარში ავტოგოლიც მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად