UEFA-მ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები გადადო

კორონავირუსის გამო UEFA-მ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩები გადადო. აღნიშნული განცხადება UEFA-ს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

სამშაბათსა და ოთხშაბათს დაგეგმილი იყო იუვენტუსი-ლიონის, ბარსელონა-ნაპოლის, მანჩესტერ სიტი-რეალის და ჩელსი-ბაიერნის შეხვედრები. იუვენტუსისა და ჩელსის ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც კლუბები კარანტინის რეჟიმში გადავიდნენ, შესაბამისად ამ ორი მატჩის ჩატარება გამოირიცხა. ასევე კორონავირუსი დაუდგინა რეალის საკალთბურთო კლუბის წევრსაც. იმის გამო, რომ რეალის კალათბურთელებსა და ფეხბურთელებს ერთი ბაზა აქვთ, რეალიც კარანტინში გადავიდა. სიტი-რეალის თამაშის ჩატარებაც გამოირიცხა. რჩებოდა მხოლოდ ბარსელონა-ნაპოლის მატჩი. UEFA-ს გადაწყვეტილებით ეს მატჩიც და ევროპა ლიგის განმეორებითი შეხვედრებიც გადადო. უცნობია როდის ჩატარდება ხსენებული მატჩები.

კორონავირუსის გამო იტალიაში რამდენიმე დღეა საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დღეს უკვე საგანგებო მდგომარეობა ესპანეთმაც გამოაცხადა. ამ დროის მონაცემებით, იტალიაში, ესპანეთსა და ჰოლანდიაში საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები გადაიდო, ხოლო საფრანგეთსა და გერმანიაში უმაყურებლოდ ჩატარდება. მას შემდეგ, რაც ჩელსის ფეხბურთელსა და არსენალის მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა, სავარაუდოდ ინგლისის პრემიერლიგის მატჩებიც გადაიდება/

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად