უძველესმა ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანიამ Thomas Cook მუშაობა ონლაინ რეჟიმში განაახლა

უძველესმა ბრიტანულმა ტურისტულმა კომპანია Thomas Cook-მა განაახლა საქმიანობა მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ გაკოტრების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Guardian-ი იუწყება.

“ჩვენ ახლა მუშაობას შევუდგებით, კარგად გავაცნობიერებთ მოკლევადიან პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია კორონავირუსულ პანდემიასთან. ჩვენ ვიცით, რომ ბრიტანელებს სურთ მოგზაურობა, მაგრამ ღელავენ უსაფრთხოების გამო და ნებისმიერი სხვა ცვლილების გამო, რომელიც ეხება კარანტინს. ჩვენ ვყიდით საგზურებს მხოლოდ იმ მიმართულებებით, რომლებიც მდებარეობს ტურისტულ დერეფანში”, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალან ფრენჩმა.

Thomas Cook დაარსდა 1841 წელს, იგი მოქმედებს როგორც ტურისტული სააგენტო, თავდაპირველად იგი ყიდდა საგზურებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი და იტალია, ასევე საბერძნეთის ის ნაწილები, სადაც დაბრუნებისთანავე კლიენტებს არ სჭირდებათ ორკვირიანი კარანტინის გავლა. მომავალში, ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, კომპანია დაამატებს ახალ მიმართულებებს.

2019 წლის სექტემბერში ბრიტანულმა ტუროპერატორმა გაკოტრების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი სერიოზული ფინანსური პრობლემები იყო, რომლებიც ბოლო წლებში გააქტიურდა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და ისეთ სერვისებთან კონკურენციში, როგორიცაა Airbnb და Expedia.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად