უდუმაშვილი:ენმ-ის წარმატებები და შეცდომები სასწორზე რომ დავდოთ,გაკეთებული საქმეები გადაწონის!

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ინგა გროგოლიას "რეაქციაში" განაცხადა. 

მისი თქმით, ის არ არის პასუხისმგებელი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელ პერიოდზე და ეს ეხება როგორც წარმატებებს, ისე შეცდომებს. 

"არ ვიცი. შეიძლება რაღაცებზე კითხვები დაისვას, მაგრამ ისევ იმ აზრზე ვარ, რაც გითხარი ანონსში. მე ვარ ენმ-ის კანდიდატი და ბუნებრივია მასთან ერთად ვიბრძოლებ ამ ფონზე. რაც შეეხება წარსულს, რომ ავიღოთ "ნაცმოძრაობის" გაკეთებული საქმეები და შეცდომები. ერთ სასწორზე რომ დავდოთ, გაკეთებეული საქმეები გადაწონის, იმდენად შეუსაბამო იქნება. თუ დღეს ქართულ სახელმწიფოებრიობას რამე უკავშირდება პირველ რიგში ეს "ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირდება. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, ამაზეც ღიად შემიძლია საუბარი", – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...